10:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 15:18:15, 1034 ნახვა

საზოგადოება
10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების გაცემის ვადის ამოწურვის შესახებ შეახსენა. 

„მინდა, მივმართო ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს, იაქტიურეთ, რადგან 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემა იწურება. მთავრობის ყველა სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ განცხადებებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ზოგადად, როცა სიახლე შემოდის, ძალიან ბევრი ახსნა-განმარტებაა საჭირო, რატომ შემოდის და რა სარგებელს მიიღებს ორივე მხარე. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და მოგვიწია, ბევრი კომუნიკაციის განხორციელება. მიხარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ტაქსების სფერო იქნება მოწესრიგებული, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან შედის ძალაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics