|
2019-08-07 14:33:04, 1188 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ
„ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ 2008 წელს, რომ გადავარჩინეთ საქართველო, პოლიტიკოსებმა ვეღარ მოვახერხეთ 2012 წელს, რადგან პუტინის მხარდაჭერით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „ივანიშვილის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განადგურება, საქართველოს და ხალხის მასობრივად გაყრა უცხოეთში, დემოკრატიის ყველა ნიშან-სვეტის მოსპობაც ამავე დროს. მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ისინი ამას ამ წუთებშიც, როცა ამას ვლაპარაკობ, აგრძელებენ ამ ძალისხმევას თავისი ლობისტების და თავისი შიდა გამოძიების ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება. ამგვარად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება იქნება საქრათველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა, მე კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის, ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის ჯერ საჭიროა, ამ შიდა მე-5 კოლონის, ამ მტრის, „ნამესნიკის“ ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან. ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები, მე მინდა მათ მივესალმო, მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ არ დაიხია უკან, ვინც დაკარგა თავისუფლება, ახლა იმყოფება ციხეებში - ყველაფერი გამოგვივა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს შინდისის გმირების სისხლი, ანწეუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)