|
2019-08-07 14:27:11, 1503 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: აგვისტოს ომი იყო ნამდვილი გმირობის მაგალითი - რუსეთმა ვერ შეძლო ქართველი ერის წელში გატეხვა
„ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა განახორციელა, თუმცა ქართველმა ხალხმა უკან არ დაიხია და ქვეყანა დაიცვა. „დღეს11 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმაშტაბიანად საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით. ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა, იმიტომ რომ 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით“, - აცხადებს სააკაშვილი.
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)