10:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 11:09:32, 717 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდები სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროში დასაქმდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში დასაქმდნენ. ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა დაგროვილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.

„სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სამინიტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს განსაკუთრებული როლი აქვს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელზეც ვმუშაობთ. თქვენი ახალგაზრდული შემართება ჩვენთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენი უწყება არის ადგილი, სადაც თქვენ სულ სხვა მასშტაბით, სხვა ჭრილში დაინახავთ არსებულ გამოწვევებს, ასევე სხვა მასშტაბით გაიაზრებთ და საკუთარი შესაძლებლობებით ჩაერთვებით საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. სამინისტროში მუდმივად ხდება ახალგაზრდა კადრების დასაქმება. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, სალომე გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ, გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც რიგითი მოქალაქისა და გარემოსდაცვითი მენეჯერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას მოხვდეს. გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში მუშაობა კი, მას მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბერაძე ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics