2019-08-06 17:01:18, 1828 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 4, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 4, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9321 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8946 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0375 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2840 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2312 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0528 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,