21:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 16:40:46, 1217 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მთავარ საკითხებზე საერთო განწყობა პოზიტიურია, იმედი მაქვს, სხვა საკითხებზეც შევთანხმდებით

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. ჯგუფის წევრები მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.

„გუშინ, ძალიან საინტერესო და გრძელი სამუშაო დღე გამოვიდა. განვიხილეთ თითქმის 18-მდე საკითხი და ინიციატივაა, რაზეც ჩვენ კიდევ მოგვიწევს მსჯელობა. თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ, რომელიც ჩაითვალა, რომ არის აქტუალური და რაზეც ელოდებით პასუხებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხების საქმიანი განხილვა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოების მეტად ინფორმირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგია, რომ მედიის, ასევე საზოგადოების მხრიდან მოჰყვა საკმაოდ აქტიური დისკუსია თემებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ.  მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია, კრიტიკული მოსაზრება, საქმიანი განხილვა ამ საკითხების, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ერთად, მეორეს მხრივ, საზოგადოებაშიც იყოს მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ და რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრები დღეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე, გამჭვირვალობასა და მონიტორინგის მექანიზმებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ასევე მმართველი  გუნდის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული იმ საკითხებისა და პრინციპების განხილვა, რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული.

საარჩევნო კანონმდებლობის  რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.  სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო  საზოგადოება და  საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული კონსულტაციების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics