|
2019-08-06 15:12:00, 1319 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან - იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდათ?
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედია დღესაც ვალდებულია, გადაამოწმოს, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული კლიპი კანონთან თავსებადია თუ არა. როგორც კობახიძემ საარჩევნო პროცესში „სიძულვილის ენის“ აკრძალვაზე საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტით, გამოხატვის თავისულებას არც მედიის ან პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება. „მაუწყებლის პასუხისმგებლობაზე არაა საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მედიასაშუალება უნდა იყოს გარკვეულ ფარგლებში ვალდებული, რომ სარეკლამო რგოლის შინაარსი გადაამოწმოს. დებატების დროს ამას ვერ გააკეთებ ვერანაირად, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებაზე, ძირითადად, საარჩევნო რგოლზე. გახსოვთ, იყო შემთხვევა, როდესაც ეთერში პოლიტიკური კლიპი დატრიალდა, რომელიც პირდაპირი პრორუსული განცხადებების შემცველი იყო და ამას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა. ამიტომ, ჩვენ ვწერთ კანონში, რომ თუ საარჩევნო რგოლი კანონის მოთხოვნებს აშკარად ეწინააღმდეგება, მაგალითად, ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ან შეიცავს ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შინაარსს, ამ შემთხვევაში, მედიას უნდა ჰქონდეს იმის ვალდებულება, რომ გადაამოწმოს წინასწარ კლიპის შინაარსი და თუ აშკარა წინააღმდეგობაა კანონის მოთხოვნებთან, უბრალოდ არ უნდა გაუშვას“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, მედიასაშუალებების მიერ ამ ვალდებულების დარღვევისთვის კონკრეტული სანქციები კანონში, ამ ეტაპზე, არ გაწერილა. „ამ ეტაპზე ჩვენ სანქციების დაწესებას მოვერიდეთ. მაგალითად, თუ ისეთი კლიპს განათავსებს მედიასაშუალება, რომელიც კანონის მოთხოვნებს აშკარად ეწინააღმდეგება, ჩვენ, ჯერ-ჯერობით, მოვერიდეთ სანქციის გაწერას. თუ იქნება გამოთქმული ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები, რომ რეაგირების მექანიზმიც უნდა აისახოს კანონში, შეგვიძლია ამაზეც ვისმჯელოთ. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს, უბრალოდ, ვალდებულება გაწერილი მედიასაშუალებებისთვის, რომ მან ქსენოფობიური ან სიძულვილის ენის შემცველი კლიპი არ გაუშვას. დღესაც მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, პირობითად, რაღაც "რესპუბლიკური" მოძრაობა, მიდის ტელევიზიაში და მიაქვს კლიპი 30 წამიანი, ეს კლიპი მთლიანად შეიძლება იყოს პორნოგრაფია. დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონმდებლობასთან და გაუშვას თუ არ გაუშვას. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას, რომ გაუშვას პორნოგრაფია. ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას რომ სხვა ინტერესები დავიცვათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გამოხატვის თავისუფლება არის ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ჩვენ ტელევიზიის ეთერში. აქაც ხდება ზუსტად იგივე. ვიღაცამ რომ არ მიიტანოს კლიპი, სადაც წერია, რომ ამ და ამ ეროვნების წარმომადგენლბი გავყაროთ საქართველოდან და ა.შ. რაც ყველამ ვიცით, რომ არის ცუდი, ეს უნდა გადაამოწმოს მედიასაშუალებამ და არც ქსენოფობია და არც პორნოგრაფია არ უნდა გაუშვას ეთერში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)