21:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 14:59:40, 1102 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ოპოზიციის აჟიოტაჟი უსაფუძვლოა

„ეს ეუთო-ის რეკომენდაციაა, რომელიც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საკითხების მოწესრიგებას ითვალისწინებდა, ხოლო ოპოზიციის აჟიოტაჟი უსაფუძვლოა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საარჩევნო პროცესში ე.წ. სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ.

კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში სიძულვილის ენის დეფინიცია გაიწერება დეტალურად და მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება მის საყოველთაო, კონვენციურ მნიშვნელობასთან.

„ეს იყო ერთ-ერთი ეუთო-ს რეკომენდაციებიდან, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საკითხების მოწესრიგებას და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. ეს იყო მათი რეკომენდაცია  და შესაბამისად, არის მაქსიმალურად რბილი ფორმით ეს ყველაფერი ასახული კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი იმ აჟიოტაჟის, რომელიც ხელოვნურადაა ჩამოყალიბებული, არ აქვს. მარტივად, იწერება საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ თუ რაიმე სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას, ამ შემთხვევაში ის ვერ გავრცელდება.

რაც შეეხება ტერმინის „სიძულვილის ენა“ დეფინიციას - მას აქვს ერთი ვიწრო, კონვენციური განმარტება, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციულ ნიშნებს არ უნდა შეიცავდეს გამონათქვამი. მაგალითად, თუ ხდება მითითება ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე და ა.შ., ამ შემთხვევაში ითვლება გამონათქვამი თუ განცხადება სიძულვილის ენის შემცველად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დეტალურად ავსახოთ დეფინიცია კანონმდებლობაში. ჩვენ ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში ხისტ ან, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია პოლიტიკურ პროცესში ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, ეს არის სიძულვილის ენა, ქსენოფობია. ანუ, მაგალითად, ადამიანის კრიტიკა, პირობითად, მისი ეთნიკური წარმომავლობის, ან ორიენტაციის გამო და ა.შ

მაგალითად, გუშინ, როდესაც ვთქვი მე კონკრეტულ პარტიებზე, რომ მათ აქვთ კრიმინალური წარსული, ეს აბსოლუტურად თავსებადია გამოხატვის თავისუფლებასთან და იგივე შეუძლია თქვას ვიღაცამ ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე. ამას ვერავინ ვერავის ვერ შეუზღუდავს. მე შემიძლია დავუძახო კონკრეტულ პარტიას კრიმინალური გაერთიანება, ვიღაცამ ვიღაცას შეიძლება დაუძახოს მოღალატე და ა.შ. ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და ქსენოფობიას, ეს უნდა დარეგულირდეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics