|
2019-08-06 13:55:44, 2284 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელები „ფარმადეპოს“ ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ
„ლიბერთისა“ და სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ შორის დღეს სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, 6 აგვისტოდან, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, „ფარმადეპოს“ 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.
როგორც კომპანია „გეფა“-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ ბარამიძემ აღნიშნა, ფასდაკლება ვრცელდება „ფარმადეპოს“ ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების ან/და ფასდაკლებების, ასევე დაზღვევის გამოყენების შემთხვევაშიც. „დღეიდან, სოციალური ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, რომ აღნიშნული პროექტით ისარგებლონ. ეს ყველა პენსიონერს და ასევე, ყველა სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფს ეხება, ვინც კი სახელმწიფოსგან დახმარებას ღებულობს. ისინი სოციალური ბარათით შეძენის შემთხვევაში, ყველა რეგიონში , 180-ზე მეტ ფარმადეპოს აფთიაქში ყველა პრეპარატზე ფასდაკლებას მიიღებენ. პროექტი როგორც ქრონიკული დაავადებების პრეპარატებზე - გულსისხლძარღვთა, დიაბეტის სამკურნალო, ნერვოლოგიურ თუ სხვა პრეპარატებზე ვრცელდება, ასევე, ზოგადად, ყველა მედიკამენტზე. როგორც იცით, არის აფთიაქებში ფასდაკლების დღეები, მაგრამ აღნიშნული პროექტი დიფერენცირებული არ იქნება და პირი, სოციალური ბარათით გადახდისას, კვირის ნებისმიერ დღეს, შეძლებს საუკეთესო ფასი მიიღოს“, - განაცხადა კომპანია „გეფა“-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.
(R)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და ის მოიცავს არაერთ ისეთ პროექტს, რომელიც მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. დღეს, ჩვენს პარტნიორთან, სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოსთან“ ერთად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პროექტზე, რომელიც „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მქონე მომხმარებლებს - პენსიონერებს, დევნილებს და სხვადასხვა შემწეობის მქონე პირებს, შესაძლებლობას მისცემს ფარმადეპოს ქსელში განსაკუთრებულ, საუკეთესო ფასებში შეიძინონ მედიკმენტები. ამ სეგმენტისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, მედიკამენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანიც ესაა, ვიზრუნოთ მათზე, რომ მათ შეეძლოთ უფრო მცირე ფასებით მედიკამენტების შეძენა, რადგან ჩვენ, ლიბერთი, ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)