04:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 14:50:54, 401 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური დეპუტატებს: რუს ჯაშუშებს ათავისუფლებთ, რუსეთის ციხეებში კი, საქართველოს მოქალაქეები უპატრონოდ არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუს ჯაშუშებს ათვისუფლებს, თუმცა, რუსეთში დაკავებული სასქართველოს მოქალაქეების დასახსნელად არაფერს აკეთებს.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ საქართველოს ძალიან ბევრი  მოქალაქე დაპატიმრებულია და ჯაშუშობის ბრალდებით  სასჯელს  რუსეთის ციხეებში იხდიან, თუმცა, მათ რუსეთმა ბრალდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაუყენა. ზოგიერთ მათგან 10 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მაგალითად მანუჩარ შონიას,  ჯემიკო ოკუჯავას, ოთარ ჯღარკავას, ხვიჩა იმერლიშვიდალს 13 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. დავით ალიევი და მისი დედა, ორივე დაპატიმრებულებულები არიან.  რამზარ თურქოშვილი დაკავებულია და საერთოდ არ ვიცით სად არის, დენის კამიკოვი და ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ არაერთხელ  მივმართეთ ზურაბ აბაშიძეს, რომელიც  რუსეთთან კურირებს ე.წ. დათმობის პოლიტიკას, რათა ეს საკითხი როგორმე დამდგარიყო რუსეთთის წინაშე, ეს მოქალაქეები გადმოცემოდნენ საქართველოს. მითუმეტეს უცნაურია საქართველოს ხელისუფლების ასეთ უმოქმედობა, კაპიტულანტური პოლიტიკა, როდესაც ამ პარლამენტმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით , გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები, იურიშ კლინნიკოვი, რომელიც იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ამ ადამიანს პირადი თავდებობა გაუწია ბესელიამ, ჩაპლიკინი– ჯაშუში, ედუარდ აბდულაევი – ჯაშუში, კიდევ სხვა, ადამიანი, რომლეიც აქედან გათავისულფდნენ“, – აღნიშნა წიკლაურმა.

მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკის თანახმად,  როდესაც ქვეყანა  ჯაშუშებს ათავისუფლებს, მას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს.

 „ხდება მსოფლიო პრაქტიკაში, როდესაც ჯაშუშებს ათავისუფლებენ, მაშინ მიმართავს ხოლმე მოწინააღმდეგე მხარეს და არის მოლაპარაკება, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ანალოგიური ბრალდებით, თუმცა უდანაშაულოები, იქნენ გათავისუფლებულები რუსეთის ციხეებიდან.  საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ამისათვის და სრულიად უპატრონოდ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და იტანჯებიან რუსეთის ციხეებში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მან საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუწოდა, რუსეთის ციხეებიდან საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად იმოქმედოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics