21:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 13:48:10, 1093 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა: ივანიშვილი თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებული კანონპროექტით ოპოზიციური საქმიანობის შეფერხებას ცდილობს

"არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავა ცენზურად მიიჩნევს საარჩევნო პერიოდში რეკლამირებისას ანტირეკლამის აკრძალვას და აცხადებს, რომ ეს საკითხი თავად პოლიტიკური პარტიების შიგნით უნდა გადაწყდეს.

"არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა. მათ შორის, ე.წ.საარჩევნო ბლოკებზე. მოგეხსენებათ, სწორედ ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა დემოკრატიულ საქართველოში ხელისუფლება და ამის აკრძალვა დღეს სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს. ასევე, რეგულაციები საარჩევნო დროსთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხელისუფლება დავაჯეროთ იმაში, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც დღეს ჩვენ ვთავაზობთ. საეთერო დროსთან დაკავშირებით, არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომლებიც ცდილობს შეუზღუდოს ამა თუ იმ პარტიას შინაარსი საკუთარი საარჩევნო რეკლამისა, რაც არის პირდაპირ ცენზურა და ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რადგან თავად მან უნდა გადაწყვიტოს მას სურს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა, საკუთარი თავის წარმოჩენა თუ ოპონენტზე ინფორმაციის გაჟღერება. ნებისმიერი რამ, შეიძლება ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალოს და საკუთარი კონტროლის ქვეშ მარეგულირებლის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა და ამით ოპოზიციური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ასევე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს. ბიულეტენების ბათილობის მექანიზმსაც ხელისუფლება ძალიან წარმატებით იყენებდა იმისთვის, რომ გაეყალბებინა არჩევნები წარსულში. ბათილი ბიულეტენების გამოყენებით ხელისუფლება სათავისოდ მანიპულირება არჩევნების შედეგებს, ახლა კი ცდილობს ეს კანო ით დაარეგულიროს, რადგან არავინ შეედავოს შემდგომ თუ რატომ მოხდა ამა თუ იმ შედეგის საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენება სწორედ ბათილი ბიულეტენების საშუალებით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics