|
2015-07-08 12:21:03, 570 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა იანოშ ჰერმანს წერილით მიმართეს
15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს წერილით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილი დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჩააბარეს. არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეასუსტებს და გააუარესებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს სთხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია, მონაწილეობდნენ თუ არა კონსულტაციებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადასცეს ევროკავშირის ექსპერტების კონკრეტული სია. „გვჯერა, რომ თუკი კანონპროექტი ამ სახით დამტკიცდება, ის შეასუსტებს და გააუარესებს საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობასა და ხარიხს საქართველოში. სწორედ ამ სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისათვის მიწერილ ერთობლივ წერილში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (IBRD), აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ წერილში მკაფიოდ აღნიშნეს, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არ არის გონივრული”. ჩვენ, ასევე გვაშფოთებს კანონპროექტზე მუშაობის პროცესი. ვშიშობთ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში მკაფიოდ წერია, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები. მოგმართავთ თხოვნით, რომ ოფიციალურად დაადასტუროთ ეს ფაქტი და მოგვაწოდოთ ევროკავშირის ექსპერტების სია, ვინც მონაწილეობდა კონსულტაციებში და ასევე, მსგავსი სამუშაო შეხვედრების კონკრეტული თარიღები. მოგმართავთ თხოვნით, რომ მკაფიოდ განგვიმარტოთ საქართველოსთვის რა შესაძლო შედეგი შეიძლება დადგეს, თუკი დაირღვევა ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მხარე შეთანხმებულად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად იმუშავებს, იმისათვის, რომ ევროპის კავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით, გავაძლიეროთ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ყველა შესაძლო გავლენისგან“, - ნათქვამია ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში. წერილს ხელს აწერს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია - ასოციაცია "მწვანე ტალღა", "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი", "მედის განვითარების ფონდი", "მომავლის ინიციატივა", "საზოგადოება და ბანკები", საინფორმაციო პოღტალი – "ევროპა საქართველოსთვის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "საქართველოს სტრატეგიიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", სტუდია "მონიტორი", "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", "ხმა საქართველოდან", Georgianreview.ge, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დეკანი გიგა ბედინეიშვილი.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)