10:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:24:16, 885 ნახვა

საზოგადოება
ვინსენტ რეი: საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში“  მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობდა.

ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსს, ვინსენტ რეის და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმდინარე პროექტების საფუძველზე მიღწეული წარმატებული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენი დახმარებით, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოხარული ვარ, თქვენთან წარმატებული თანამშრომლობით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ვინსენტ რეის განცხადებით, საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანს, რომელსაც, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,  გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დარგობრივი პოლიტიკის წარმოების და უწყების ინსტიტუციონალური ცვლილების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მმართველი კომიტეტის შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics