11:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 15:10:47, 1649 ნახვა

საზოგადოება
აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - დაფიქსირდა 369 ახალი შემთხვევა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 396 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული. 

1-ელი აგვისტოს მონაცემებით შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7803  აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5854 – მამაკაცია, 1949 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4150 პაციენტს განუვითარდა, 1579 გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4798 (4245 + 553 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი))  ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  38.9 %   (3032) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  47.4 %  (3695) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.3 %  (881) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (37) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2874 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1103; შემდეგ იმერეთში 943; აჭარაში 869; აფხაზეთში (513); კახეთში (379) ქვემო ქართლში (443); შიდა ქართლში (281); გურიაში (164); სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.

2019 წელს გარდაიცვალა 60  აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017  წელს - 127, 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი.

2019 წელს 60 გარდაცვლილთაგან: 44 მამაკაცია და 16 ქალი.  საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა.  27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; 
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი – 2. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics