|
2019-08-01 11:33:26, 1219 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ „სითი ბანკთან“ სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა
„თიბისი ბანკმა“ სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად. „სითი ბანკთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას. რაც შეეხება თიბისი ჯგუფს, ის არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა. თიბისი ჯგუფი სს თიბისი ბანკის მშობელი კომპანია 2016 წლის 10 აგვისტოს გახდა. თიბისი ჯგუფი კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი TBCG და შედის FTSE 250 ინდექსში. თიბისი ბანკი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის მთლიანი წილი ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხების 38.5%-ს და არასაბანკო დეპოზიტების 41,0%-ს შეადგენს.
(R)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)