11:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 19:34:37, 904 ნახვა

საზოგადოება
ფიჭვის ხეების ხმობის გამომწვევ მიზეზები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიჭვის ხეების ხმობის პრობლემა ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის  გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

„მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ფიჭვების ხმობის მიზეზები, შემუშავდეს რეკომენდაციები და მომზადდეს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისა და მწვანე საფარის დაცვისკენ. სამინისტროს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ექსპერტული ცოდნა, არსებობს ადამიანური რესურსი; შესაბამისად, სამინისტროს მაკოორდინირებელი უწყების ფუნქციის შესრულება შეუძლია დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე სპეციალისტების მიერ ფიჭვების მასობრივი ხმობის შესაძლო მიზეზებად გარემო პირობები და რამდენიმე სახეობის მავნებელი დასახელდა. აღინიშნა, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსური მიდგომებით უნდა განხორციელდეს. დარგის სპეციალისტებმა დააფიქსირეს მოსაზრებები და წარმოადგინეს რეკომენდაციები. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციაც: უნდა მოხდეს დაზიანებული კერების იდენტიფიცირება,  დროულად განხორციელდეს გამხმარი ფიჭვების მოჭრა, დამუშავება (გაქერქვა) და ადგილიდან გატანა, ჩატარდეს კომპლექსური კვლევა (ჰაერი, ნიადაგი, გარემო და ა.შ), მოჭრილი ხეების ადგილას გაშენდეს ადგილობრივი ჯიშის სხვა სახეობის ნერგები. დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მოხდება მართვის ინტეგრირებული გეგმის შემუშავება.

ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,  სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აფხაზეთის ა/რ გარემოს დაცვის სამმართველოების,  აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის, კვლევითი ლაბორატორიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics