11:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 12:58:32, 796 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კონტრაქტორები გააკრიტიკა

დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. 

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკომუნიკაციო ჭებთან ასფალტის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათადარიგო ზოლები მაქსიმალურად დაიტვირთა, პრობლემამ თავი იჩინა.

„ზოლები შარშან რეაბილიტირდა და ჯამში 15 მილიონი დაჯდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებისთვის თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანიებს.

„როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ეს გზა უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ პრობლემა არ იყოს მასთან დაკავშირებით და ამაზე არ უნდა დაგვჭირდეს ყურადღების გამახვილება.

გულდასაწყვეტია ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება. ამდენი ფული იხარჯება და ალბათ დაეტყო ახლა, როდესაც ამდენი ავტომანქანა გადაადგილდება. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია და იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაწევა და თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics