|
2015-07-07 18:01:45, 488 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „2015 წლის 7 ივლისს გამართულ კენჭისყრაზე, ნიდერლანდების სამეფოს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს. ამით ნიდერლანდების სამეფოს საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი დაასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითმა პალატამ რატიფიკაციის დოკუმენტს 2015 წლის 7 აპრილს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად სენატში გადაიგზავნა. ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად პარლამენტის მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ მას ხელს მოაწერს ნიდერლანდების მეფე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)