03:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 14:11:24, 3180 ნახვა

მსოფლიო
კვლევა: რუსეთის მოსახლეობის 38%-ს არ უნდა, 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი იხილოს

რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 38%-ს არ უნდა, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ვლადიმერ პუტინი იყოს, - ამის შესახებ კვლევა "ლევადა ცენტრმა" ჩაატარა. 

აღსანიშნავია, რომ კითხვის რეკორდუნილი მაჩვენებლები 2013 და 2014 წლებში დაფიქსირდა. კერძოდ, 2013 წელს ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად 40% -ს არ უნდოდა, ხოლო 2014-ში ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. 

გამოკითხულთა 54% სურს, რომ 2024 წელს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ისევ კრემლში დარჩეს. რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც პუტინის პრეზიდენტობა 67%-ს უნდოდა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად 2018 წელს მეოთხე ვადით აირჩიეს. მოქმედი კონსტიტუციით, ვლადიმერ პუტინს არ ავს უფლება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მანამდე ის 2012 წელს იყო არჩეული, იქამდე კი, კონსტიტუციის პირობების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

ცნობისთვის, მანამდე სოცოლოგიურმა ცენტრმა "ВЦИОМ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics