04:22 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 13:46:56, 1191 ნახვა

საზოგადოება
ქაცარავა: აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და უდაბნოს მონასტერთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და უდაბნოს მონასტერის შესასვლელთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენა.

ქაცარავას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღებისა და საჯარო შეხვედრის ორგანიზების თხოვნით მოძრაობის წევრები აპირებენ მთავრობას მიმართონ. 

„გასულია ორი კვირა და სიტუაცია არ იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, სასწრაფო რეჟიმში იქვე, უდაბნოს მონასტერის შესასვლელთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენეს და მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდეს. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ მეტ ინფორმაციას, საჯარო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა დავით ქაცარავამ რუსთავი 2-ის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics