13:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 10:51:26, 3244 ნახვა

პოლიტიკა
დეიმონ უილსონი: ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა

"ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა", - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმისთან" ინტერვიუში განაცხადა. 

უოლსონი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრონ.

„ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს ​შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველებმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა. თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics