11:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 12:21:19, 2002 ნახვა

საზოგადოება
ვატო წერეთელი: დადასტურდა, რომ ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმის გასარკვევად, „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ფარულად უსმენდნენ

დადასტურდა, რომ ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმის გარკვევის გამო, ფარულად უსმენდით „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

წერეთელი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.

„ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!“, - წერს ვატო წერეთელი.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics