11:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 15:14:10, 1716 ნახვა

საზოგადოება
აქიმიძე R2-ს ჟურნალისტებს: ჩემსა და დვალის უკან პოლიტიკური ძალა არ დგას - დამოუკიდებლობის გარანტიები ვართ

„არც ჩემი და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი არ დგას, არანაირი დაჯგუფება და პარტია, რაც ყველაზე მთავარია არანაირი პოლიტკური ძალა არ დგას“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მან ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა, არხის დამოუკიდებლობის გარანტებ თავად და დავით დვალი არიან.

„მივმართავ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, თქვენი გარანტი ალბათ არის ის 10 წელი, როდესაც ჩვენ ვიყავით ტელევიზიაში და სადაც მართლა ამბრაზურასავით იყო გადაფარებული ტელეკომპანიას თითოეული ჩვენგანი გადაფარებული. ყველა დარტყმას ღებულობდა ეს ხალხი, რომელსაც დამფუძნებლები ერქვათ. არც ჩემი და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი არ დგას, არანაირი დაჯგუფება და პარტია, რაც ყველაზე მთავარია არანაირი პოლიტკური ძალა არ დგას. ჩვენ ვართ თავისუფლები ყველანაირი მოვალეობებისაგან და ჩვენი გაკეთებული იყო ის ტელევიზია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ტელევიზიაში და შესაბამისად, გავაგრძელოთ იგივე გზა, როგორსაც აკეთებდა და რასაც აკეთებდა „რუსთავი 2“.  ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ და ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია. თუ „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, აუცილებლად დაანარჩენგანაც იქნება დემოკრატია და თავისუფალი გარემო. საკმარისია, რომ ჩვენ ჩავდგეთ კონკურენციის და არა მტრობის რეჟიმში, ჩვენ დავემსგავსებით ნორმალურ საზოგადებას“, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics