23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:00:17, 334 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ღირსიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის შეფასების დოკუმენტის (PARP Assessment) განხილვა გაიმართა.

28+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში და გამოხატეს მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ლევან ღირსიაშვილმა შეხვედრები გამართა ასევე, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთან, ნატოს უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელ ტოდ ბრაუნთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ოფიციალურ პირებთან.    

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ,  ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა შეაფასა.

„ბრიუსელში, 28+1 ფორმატში  საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის სფეროში ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით  2014 წელს განხორციელებული ღონისძიებები განვიხილეთ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ასევე, გამოვყოფდი მაღალი დონის შეხვედრებს ნატოში, რომელიც  ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის დროს გაიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონ ჯეიმს აპატურაისთან გამართული შეხვედრა, რომლის დროსაც ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, საქართველოს  მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა იმ გზაზე, რასაც ნატოში გაწევრიანება და არსებითი პაკეტის განხორციელება ჰქვია“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics