2019-07-25 22:19:18, 1536 ნახვა
პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კარავი მაინც გაშალა
მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კარავი მაინც გაშალა. მას კარვის გაშლაში #სირცხვილიას ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაეხმარნენ.
აქცია "სირცხვილიას" მონაწილეთა განცხადებით, კარვის გაშლის უფლება კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის და აღნიშნავენ, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მაჩალიკაშვილების ოჯახს.
20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მაჩალიკაშვილის კუთვნილი კარავი პოლიციამ წაიღო და გადააგდო. პანკისიდან ჩამოსული შვილმოკლულმა მამამ სადღეღამისო პროტესტისთვის ახალი კარავი იყიდა, თუმცა მისი გაშლა რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აუკრძალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,