12:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 21:33:23, 2648 ნახვა

პოლიტიკა
ჟირინოვსკი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიების სრული ოკუპაცია უნდა მოეხდინა

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ფაქტობრივად აღიარა.რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია უნდა მოეხდინა, - ამის შესახებ ჟირინოვსკიმ "ცარგრადთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟირინოვსკის განცხადებით, რუსეთმა "რამე ისეთი უნდა მოიმოქმედოს, რომ აღარვკს ჰქონდეს მისი დამცირების შესაძლებლობა". დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთმა უფრო მკაცრ ზომებს უნდა მიმართოს. 

"მთელი საქართველოს ოკუპაცია უნდა მოგვეხდინა. უნდა დაგვეკავა მიხეილ სააკაშვილი და რუსეთში წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე. მისი დანაშაული - ომის დაწყება იქნებოდა. პრეზიდენტად იგორ გიორგაძე დაგვესვა, რომელიც რუსეთის ღია მხარდამჭერია", - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და დასძინა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს.

 

"ამ პირობებში საქართველოში სიმშვიდე იქნებოდა. რუსეთს მშვიდი საზღვრები სურს. როდესაც ომი იწყება ჩვენ იძულებულო ვართ ამას მკაცრად ვუპასუხოთ", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics