2019-07-25 17:23:29, 1587 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს ყურადღებით აკვირდება
დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან