12:11 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 13:04:46, 1561 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ჩემთვის ამ საქმეში კითხვებს 17 მილიონი დოლარი აჩენს

 „ჩემთვის კითხვებს აჩენს ის, რაზეც საუბარი იყო და არავინ უარყოფს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა 17 მილიონ დოლარზეა საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა,

ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარგენას გამოეხმაურა.

 „ამ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკაში შესვლის, თუ არშესვლის, არ უნდა განაპირობებდეს იმას, რა ბრალდებასაც თვეების მანძილზე საგამოძიებო ორგანოები უყენებენ. ასე რომ ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვიტყვით, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა გარკვეული ინდულგენციის მიღების მცდელობაა.  ჩემთვის კითხვებს აჩენს ის, რაზეც საუბარი იყო და არავინ უარყოფს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა 17 მილიონ დოლარზეა საუბარი, იყო გაცემული კერძო პირზე ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, კერძო პირიდან დაბრუნდა კვლავ კერძო ანგარიშებზე და იქიდან მოხვდა ოფშორულ ზონაში, ამით ვინ დაზარალდა და ვინ არა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს სასამართლო“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics