12:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 11:56:05, 1472 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება

 „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 ოხანაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფრიძესთან დაკავშირებულ თემას გამოეხმაურა.

„მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული საქმე ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ანაკლიის პორტისგან და ფაქტი არის რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი თემა და საკითხი არ ჩნდება. ეს არის ცალკე პროექტი, სადაც სახელმწიფოს ინტერესია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტიონიორთან თანამშრომლობით და ზოგადად, ეს პროექტი განხორციელდეს და შედგეს, ვინაიდან ეს არის  სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics