22:46 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:12:46, 1820 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად - არავის ეგონოს, რამე შემაშინებს

„სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ მოგვაყენა საკმაოდ სერიოზული ზიანი როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას. ინვესტირების უკან შემოტრიალებას. ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი. ამიტომ მე აქ მოვედი და მოვალ რამდენჯერც დამიბარებენ. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. არავის არ ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ რომ ვართ მართალი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics