12:13 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 12:33:21, 1567 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების დაანოსებას, გამოძიების დაწყება წინ უსწრებდა

მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას - ხაზარაძე-ჯაფარაძის საქმეს უნდა იქნეს ბოლომდე ამოწურული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, გენერალური პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენის მიზნით უწყებაში დაბარებას.

როგორ თალაკვაძემ აღნიშნა, ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების დაანოსებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე გამოძიების დაწყება, დროში წინ უსწრებდა 

„ერთი რამ მინდა ცალსახად გითხრა,  რომ ამ საქმეს, რომელსაც პარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს და არაერთი დისკუსია იყო ამაზე დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული. ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა კითხვა თუ პოზიცია, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა იყოს ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი საქმე ამოწუროს. ეს იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

შესაძლოა მან დაანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული იყო გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ჩვენ ვადევნებთ თვალს საჯარო განხილვებს ამ თემაზე და შესაბამისად, ეს დროში წინ უსწრებდა ნამდვილად პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ამიტომაც მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას “, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics