22:46 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 19:28:40, 1576 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ყოჩაღ „რუსთავი 2“-ს, თურმე ცოცხალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ „ოცნების“ ყველა შეხვედრიდან

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია "რუსთავი 2"-სთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. 

გოცირიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა და ბესელიას ინფორმაციის გატანა არ მოუხდენია. 

„რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თურმე ეკა ბესელიას გამოჰქონდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" შეხვედრებიდან, მაშინ ყოჩაღ "რუსთავი 2", თურმე ცოცხალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ "ქართული ოცნების" ყველა შეხვედრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ეს მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და ამასაც ვერ ხვდება "ქართული ოცნების" სპიკერები, რომ "რუსთავი 2-ს" ამით მატებენ წონას და ღირსებას. თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო იყო ეკა ბესელია, თუ არა და მას არ მგონია, რომ ასე იყოს იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ს" აქვს უამრავი სხვადასხვა საშუალება ობიექტური ინფორმაციების მოძიებისა და ის არასდროს დაეყრდნობოდა ერთ წყაროს. მაგრამ მათი არგუმენტები, პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს, ამას ვერ ხვდებიან“, - განაცადა რომან გოცირიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics