|
2019-07-23 17:34:29, 1307 ნახვა
საზოგადოება
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ R2-ის მფლობელს მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელს მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა. „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ჟურნალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა, მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდეს. ამასთან, „რუსთავი 2“ კომპანიის მფლობელის ცვლილების მიუხედავად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლად რჩება. „ჟურნალისტები შიშობენ, რომ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მათი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, რამაც საბოლოო ჯამში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა,რომ რუსთავი 2-ს ,,სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული“. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჟურნალისტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან მიმდინარე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.ბკოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ღია საზოგადოების ფონდი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)