02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 15:57:56, 1464 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია კადრების გავრცელებაზე: ამ საკითხზე სოლიდარულები, განსაკუთრებით, ქალები უნდა ვიყოთ

"ამ საკითხზე სოლიდარულები, განსაკუთრებით, ქალები უნდა ვიყოთ, რადგან  ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი, სწორედ  ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხდება",  - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას.

ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი კადრებით შანტაჟი, წამების და არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაშიც გადის. 

„პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ეს არის ადამიანის, ფაქტობრივად, წამება, მისი მორალურად განადგურება და არაადამიანური მოპყრობაც კი. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც, პირიქით, მუდმივად უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით, ალბათ, ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი ხდება სწორედაც ქალი საჯარო პირების, ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სამიზნედ არიან ამოღებული სწორედ ქალები. ვინაიდან ის კადრების გავრცელებას ახდენს ხოლმე მათი, როგორც საჯარო ფიგურის დისკრედიტაციას, განადგურებას და პოლიტიკური ველიდან გაქრობასაც კი, რაც ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა ნონო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics