02:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 15:38:11, 1453 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - არ ვთვლი, რომ კადრებმა ბესელია მეტად დააზიანა, უფრო პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისგან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ  უფრო მეტად საზოგადოების პოზიტიური განწყობა მოუპოვა, ვიდრე დააზარალა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა ბესელიას მიმართ მორალური დივერსია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა.

„ნაცმოძრაობა“ საერთოდ არის, „მაოხრებელი გზირი“. მორალური დივერსია ეკა ბესელიას წინააღმდეგ განახორციელეს იმათმა, ვინც ჩაიწერა ეს 2012 წლის მაისში და ეს მანაც კარგად იცის. თუ ეკა ბესელია თვლის, რომ ამ კადრებმა თვითონ მეტად დააზიანა, მე არ ვთვლი. თვითონ უფრო მეტი პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისაგან, ვიდრე ეს გუშინ და გუშინწინ ჰქონდა. მით უმეტეს, თუ ეგეთი ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. თუ მაია ცქიტიშვილი ამბობს დამღლელია, მე სხვა სიტყვით ვიტყვი, რომ არ არის საჭირო. ეს ბევრ ადამიანს აყენებს კიდევ ტკივილს, მათ შორის, მისი ოჯახის წევრებს. საზოგადოების განწყობა მის მიმართ, ამ ასპექტში, რასაც ქვია მორალური მხარდაჭერა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, არ არის ორაზროვანი. მით უმეტეს თუ დაიჭირეს, მით უმეტეს, თუ ბევრია დაკავებული გავრცელებისათვის და მითუმეტეს ძალიან კარგად იცის ქალბატონმა ეკამ ვის აწყობს ეს. მაოხრებელი გზირი უნდა დავარქვათ იმ ძალას, რომელიც ამას იღებდა და რომელიც დღეს ამას აწყობს იმისათვის, რათა ასეთი დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „TV პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics