|
2015-07-06 17:41:02, 435 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების შესახებ. მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი შემთხვევის ადგილზე, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)