12:09 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 19:09:38, 2004 ნახვა

პოლიტიკა
დავით დვალის განმარტებით, ივანიშვილი წყვეტს დათმობს თუ არა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებელი დავით დვალი განმარტავს, რომ ადამიანი, რომელიც ჯარჯი აქიმიძეს, მასსა და „R2“-ს შორის დგას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანადამფუნებელი ბიძინა ივანიშვილია.

მისი მტიცებით, ივანიშვილი წყვეტს დათმობს თუ არა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წილს.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა „რუსთავი 2-თან“. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის“, - განაცხადა დავით დვალმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ  „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას. ამასთან, როგორ განცხადებაშია აღნიშნული, დვალი და აქიმიძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ გაემიჯნოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია დამფუძნებლებს უნდა დაუბრუნდეთ და სამართლიანობა მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics