23:41 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 12:50:05, 1845 ნახვა

კომენტარი
სალაძე - ეს არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მომზადებული განცხადებაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ის  „ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების“ მიერაა მომზადებული.

სალაძის შეფასებით, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის  საქმე საქართველოს სასამართლო ინსტანციებში ხელისუფლების დახმარების შედეგად მოიგო.

„მე ვეჭვობ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის დაწერილი განცხადება იყოს. შეიძლება რაღაც საკითხები,  კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში, ამ განცხადების სულისკვეთება და არსი, მე მგონია, რომ არ არის მისი დაწერილი. ალბათ, სადღაც სხვაგან, ხელისუფლებასთან  დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული განცხადებაა. ის ხომ არავის არ სჯერა, რომ ქიბარ ხალვაშმა საქართველოს სასამართლო ინსტანციებში  დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას?! მარტივი კითხვები დავსვათ მაშინ იგივე ტიპის დავებზე, იგივე მუხლთან სამოქალაქო კოდექსის, წლების განმავლობაში რატომ არ იხილება საქმეები საქართველოს სასამართლო ინსტანციებში, როდესაც "რუსთავი 2"-ის საქმემ მოიარა ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლო, დიდი პალატა, სტრასბურგი და უკვე აღსრულდა ძალიან სწრაფად? ამ ფონზე, მხოლოდ მისი მხრიდან ეს არ იყო „მოგებული“ ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის, აქ, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დახმარება სხვადასხვა ჯგუფების მიერ“, - განაცხადა სულხან სალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics