12:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-21 13:20:10, 2133 ნახვა

პოლიტიკა
სალია - ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია

ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ "რუსთავი 2" რეალურად მისი საკუთრება იყო,  ყალბს უწოდებს. - ამის შესახებ სალიამ "კურიერს" განუცხადა.

"ეს დოკუმენტი პირველად გამოჩნდა 2015 წელს, მაშინაც განვაცხადეთ, რომ იყო ყალბი, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა და მოეყვანა არგუმენტად ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საფრანგეთში განხორციელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე იყო განხორციელებული ქიბარ ხალვაშის მიერ. ეს რომ ასე ვერ იქნებოდა, ძალიან ბევრი დამადასტურებელი გარემოება არსებობს, პირველ რიგში მან დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოითხოვა ამ ე.წ. შეთანხმების პირველი ნაწილის გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულება, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებდა და ვერ ექნებოდა ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონიო დოლარი, მარტივი მიზეზის გამო, გარკვეულწილად აღიარებებსაც აქვს ადგილი მისი მხრიდან, რომ ის იყენებდა გარკვეულ ბერკეტებს, რომ მოეზიდა სახსრები.

"გავიხსენოთ რა ბერკეტები შეიძლება ჰქონოდა მას, როცა იყო პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ , აქ საუბარია, რომ ის იზიდავდა სახსრებს საკუთარი ინტერესებისთვის, მე მგონი აქ უნდა იკეტებოდეს ეს თემა, მაგრამ კი ბატონო გეტყვით, რომ ეს ხელმოწერა არის ნამდვილი,"-ამბობს პაატა სალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics