06:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 16:10:39, 896 ნახვა

სამართალი
საზღვარზე არადეკლარირებული თანხის გატანა/გადმოტანაზე ჯარიმა გაიზრდება

საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თანხის გატანა/გადმოტანაზე ჯარიმა გაიზრდება.

ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან ს ხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა და გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

მოქმედი კანონით კი, პირი ამ შემთხვევაში 1000 ლარით ჯარიმდება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს საზღვარზე პირი 50 000 ლარიდან 100 000 ლარის ოდენობის არადეკლარირებულ თანხას გადაიტანს/გადმოიტანს, 3 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმდება ან ეს საქონელი ჩამოერთმევა. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, თუ პირი საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას გადაიტანს/გადმოიტანს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან არასწორი დეკლარირებით, ამ შემთხვევაში ის ამ თანხის 10%-ს გადაიხდის. ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics