|
2019-07-20 11:59:40, 3283 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეხვდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ქედის მუნიციპალიტეტში ქოსოფლის საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობას. ხიდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შენდება. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,სინათლე 2006". ხელშეკრულების ღირებულებაა 978 000 ლარი. სამუშაოები 2 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში, 4 ოჯახს საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია და ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდით გადაადგილდებოდნენ. ამ ხიდით ისარგებლებს როგორც ქოსოფელი, ასევე მიმდებარე სოფლებიც. ქედაში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი სოფელ ნამლისევის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები მოისმინეს. თორნიკე რიჟვაძე და ივანე მაჭავარიანი მთავრობის წევრებთან ერთად, შუახევში, სოფელ ხიჭაურში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მე–2 ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. პროექტი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე, 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, მთავარი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, სოფელ ხიჭაურში ( შუახევის ცენტრიდან 300 მეტრი) მილების შედუღებისა და მონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები დაიწყება შუახევის ცენტრიდან-გოდერძის მიმართულებით. შედეგად კორორტ გოდერძის სრული გაზიფიცირება მოხდება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სალიბაურიდან-ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. პროექტი 11,000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა. შუახევში, სოფელ ოქროპილაურსა და დაბაძველის 60 -მდე მოსახლე მალე ახალი ხიდით ისარგებლებს. ხიდის მშენებლობის პროცესს მთავრობის წევრები გაეცნენ. რკინა-ბეტონის სამმალიანი ხიდის სიგრძე 54 მ, ხოლო სიგანე 6 მეტრზე მეტი იქნება. ხიდთან მისასვლელად გაიჭრება 351 მ სიგრძის ახალი გზა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზის ოქროპილაურის 700 მეტრიან მონაკვეთსაც. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 069 800 ლარს შეადგენს, შპს ხელვაჩაურის საგზაო სამსახური ასრულებს. პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. შუახევში ყოფნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაბა შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები, რაც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას იქნება გათვალისწინებული.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)