|
2019-07-19 15:39:51, 1173 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 03:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება. "რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, სამუშაოები იწარმოებს ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. ამიტომ, ტრანსპორტი შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით იმოძრავებს. რეაბილიტაციის პერიოდში, გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა. ზემოთხსენებული დროებითი სქემით, კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ და შემდეგ, ჩაჩავას ქუჩის გავლით: კაჩინსკის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მოძრაობა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ - ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე მარჯვნივ და მარცხნივაც ქეთევან დედოფლის გამზირზე. ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება. კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ - ჩაჩავას ქუჩისკენ. ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა კვლავინდებურად დაშვებული იქნება. ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ - ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით. კაჩინსკიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. ამდენად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოთხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით. ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს, როგორც მარცხნივ - ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე მარჯვნივ - ქალაქის გასასვლელის მიმართულებით. ანალოგიურად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: ავტობუსები N37, N43 და N71 და ასევე, მიკროავტობუსები კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის, ხოლო უკუმიმართულებით - მეტროსადგურ „ისნისა“ და ჩაჩავას ქუჩის გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)