|
2019-07-19 13:29:57, 1259 ნახვა
საზოგადოება
„Batumi Discount Card“-ით ტურისტებს აჭარაში 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს. ახალი “Batumi Discount Card”-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტები. ახალი “Batumi Discount Card”-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ რეგიონში ფასდაკლებების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე ტურისტულ სააგენტოებთან და გიდებთან თანამშრომლობის პირობებზე ისაუბრა. „ფასდაკლების ბარათი საშუალებას აძლევს ტურისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აჭარაში არსებული სხვადასახვა ტიპის ობიექტებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სთავაზობენ ტურისტებს ფასდაკლებებს. მეორეს მხრივ კი გაზარდოს თვითონ ამ ტურისტული ობიექტებისა და ღირსშენიშნაობების ცნობადობა, ასევე რეგიონში ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და ფასდაკლებების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა. ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი ტურისტული ობიექტის, ღირსშესანიშნაობის, კვებისა და განთავსების ობიქტისთვის, სადაც წლის ნებისმიერ დროს ბარათის მფლობელებს 10-დან 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ,“ შეხვედრაზე აღნიშნა თინათინ ზოიძემ. ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე Gobatumi.com.
(NS)
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)