08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 13:07:21, 2586 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 სხდომაზე საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასართობი პარკის მოწყობა, სთართ არტის განვითარება, საიმიჯო რგოლების გადაღება, ახალგაზრდების სტაჟირება. ისაუბრეს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პრობლემების მოგვარებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

,,დღეს დავესწარი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომას, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. პირველივე შეხვედრიდან გამოიკვეთა მათი აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საბჭოს ერთ-ერთი წევრის ინიციატივა პროექტების წერაზე , საოჯახო სასტუმროების მართვაზე გათვალისწინებული იქნა და მერიამ გამოაცხადა ამ მიმართულებით შესწავლაზე ტენდერი. იყო საკითხები რაზეც მერია აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics