09:51 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 11:39:59, 1355 ნახვა

პოლიტიკა
IRI - პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 59%-მა დააფიქსირა, უარყოფითი - 34%; თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 49%-ია განწყობილი, უარყოფითად - 43%; „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ დადებითი განწყობა გამოკითხულთა 48%-მა დააფიქსირა, უარყოფითი კი, 43%-მა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მომდევნო ადგილებს იკავებენ: „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი; „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი; „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი; შს მინისტრი გიორგი გახარია; პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი; „ახალი საქათველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი; „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და სხვებიი

ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics