|
2015-07-06 15:08:42, 1367 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს პატივს სცემს
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთი ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. კრემლი თვალყურს ადევნებს საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს. „ჩვენ პატივისცემით განვიხილავთ პლებისციტის შედეგებს და ყურადღებით ვაკვირდებით საბერძნეთში არსებულ სიტუაციას. ჩვენს ბერძენ კოლეგებს ვუსურვებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ კომპრომისს კრედიტორებთან და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ აისახება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე.“ - განაცხადა პესკოვმა. ამასთან , მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და საბერძნეთს ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა და მრავალვექტორული პარტნიორობა აკავშირებთ. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი, საბერძნეთს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, პესკოვმა უპასუხა, რომ უმჯობესია ეს კითხვა ათენს დაუსვან, ვინაიდან საბერძნეთს რუსეთისათვის ფინანსური დახმარების ოფიციალური თხოვნით ჯერაც არ მიუმართავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)