|
2019-07-18 19:30:05, 2909 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის საქმემ სტრასბურგის სასამართლოს 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დაჩრდილა
„სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმემ საინფორმაციო სივრცეში დაჩრდილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. საუბარია შემდეგ საქმეებზე - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“. ჩუგოშვილის თქმით, საქართველო წინა ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების გამო, ზემოხსენებულ ორივე საქმეში დამარცხდა. „დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება სამ საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმემ საინფორმაციო სივრცეში დაჩრდილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდედ გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმეებში საქართველო დამარცხდა წინა ხელისუფლების ძალადობრივი და კრიმინალური ქმედებების გამოისობით“, - აცხადებს ჩუგოშვილი. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახაა და ინტერპრეტაციისათვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს. „გაოგნებული ვარ იმ შეფასებებით რასაც ვისმენ. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით. ასევე სრულიად გამაოგნებელია, ზოგიერთი პასუხისმგებლიან პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირის საჯარო მოწოდება რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სრულიად გაუგებარია, რა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ უნდა გაიძულოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე წააქეზო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმე ეხება ქართული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გააუქმა და ეს გაუქმება არ საჩივრდება“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)