12:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 14:38:17, 815 ნახვა

საზოგადოება
თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე  გაეცნო. თბილისის მერმა სარეაბილიტაციო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი სამ თვეში განხორციელდება.

„გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი  სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო.  წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს  არსებული დაზიანებების აღმოფხვრას.  საყრდენებისა და  გარეგანათების შეცვლის შემდეგ  ჩატარდება  კლდის ფერდობის  გამაგრებითი სამუშაოები, ასევე,  საკომუნიკაციო სადენები  მიწის ქვეშ მოექცევა,  დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად  შეიცვლება.  ამასთან, ბოდიშს ვუხდი  ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად  შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც  პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან  ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics