04:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 13:25:17, 385 ნახვა

პოლიტიკა
გოგი თოფაძე: ელგუჯა ხოკრიშვილზე საქმე აღიძვრება

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავჯდომარე გოგი თოფაძე  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უშედეგოს უწოდებს. 

როგორც მან პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ბრძანების გამოცემით ევროკავშირის პრინციპები დაარღვია და მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

„ასეთი უშედეგო სამინისტრო, როგორიც დღეს არის გარემოს დაცვის სამინისტრო,  სხვას ვერ ჩამოვთვლი და ბევრ მაგალითს მოვიყვან, როცა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ და კონსერვატიულად. რაც რეალურად უნდა გაკეთდეს ბიზნესის მხრივ სამწუხაროდ არ კეთდებოდა. ევროკავშირის ასოცირებაზე ვსაუბრობთ სულ იქითკენ მივდივართ, მაგრამ თქვენთვითონ ღებულობთ კანონს, რომელიც ეწინააღნდგეება ევროკავშირის პრინციპებს და ამას აკეთებს თქვენი ყოფილი მინისტრი, რომელიც კანონს არღვევს და აღიძვრება საქმე ძალიან მალე, რომელმაც თავისი ბრძანებით საშუალება მისცა ასობით ტონა გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შემოსულიყო საქართველოში. რა შედეგს მოიტანს ეს,  როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის ასოცირებაზე?!  ნახეთ, ინტერნეტი ყველას გაქვთ,  რა ამბავი ატყდა 23 მაისს შემდეგ ევროპაში.  ამას მთელი მსოფილიო აღუდგა წინ. იმედი გვაქვს, რომ ახალი მინისტრი ამას გამოასწორებს“, - აღნიშნა თოფაძემ. 

ამასთან, მისივე თქმით, 2010 წელს 6 კომპანიას კახეთში ტყის გამოყენებაზე ლიცენზია აქვს მიღებული, რომლებსაც ხის მასალა ჩინელების ქარხანაში გააქვთ. 

“გარემოს დაცვის სამინისტრო ბრძანდებით და გარემოზე ზეგავლენაზე ბევრი ისაუბრეთ. მორები წლობით იჩეხებოდა და რა ტრაგედია მოჰყვა ამას კარგად იცით. მაშინ ამის წინააღმდეგ თქვენი სამინისტო აქტიური არ იყო. 2010 წელს, ექვს კომპანიას კახეთში ტყის გამოყენებაზე ლიცენზია მიცემული აქვს და როდის შემოამოწმეთ ბოლოს, ვისაც ეს აბარია? 6 კომპანიას ქუთაისში ჩინელების ქარხანაში ხე-ტყე გააქვს  და არც ერთი არ მუშაობს კახეთზე. იმასაც გეტყვით, არ დავმალავ, ჩვენ გვაქვს თანამედროვე წარმოება კახეთში, ალბათ ასეთი საქართველში არც არის. ცხრა თვე ამუშავებს ეს წამორმოება და  1მილიონ 200 ათასი შეიტანა ბიუჯეტში.  90 % წარმოებული იყო საექსპორტოდ -  ჩინეთი,  იაპონია,  იტალია.  სად არ მიდიოდა. მეშვიდე წელია ეს წარმოება გაჩერებულია და არ მუშაობს“, - განაცხად გოგი თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics