03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 18:31:58, 1704 ნახვა

კომენტარი
გახარია დაკავებულებზე - სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, ეს ადამიანები არიან პოლიციელები

„სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სამართალდამცველებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე დაკავებული პოლიციელების გარდა, დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სხვა თანამშრომლებს, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა გადაცდომას აღმოაჩენს, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები.

რაც შეეხება კითხვას, საქმის მასალებში, რომელიც პროკურატურას გადაეცა, დევს თუ არა 112-ის კამერების ჩანაწერები, გახარიამ აღნიშნა, რომ გენერალურ პროკურატურას ყველა საჭირო მტკიცებულება აქვს.

„საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისად ჩაატაროს გამოძიება. მათ შორის დევს 112-ის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics